საქართველოს ნაკრების დებიუტზე: "დიდ ტურნირზე მოხვედრა ქართველი ხალხისთვის უდიდესი ოცნება იყო და უბედნიერესები ვართ, რომ ეს შევძელით. აქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოვედით, გვინდა, რომ ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ — ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მთელი საქართველო ელოდება 18 ივნისს, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი დებიუტი შედგება და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."

ნაკრების ლიდერობაზე: "ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და მიხარია, რომ ჩემი შრომა ფასდება - გუნდში ბევრია ისეთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საერთო გამარჯვებაა და არა ინდივიდუალური მიღწევები. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ემოციები მთელი ცხოვრება გვემახსოვრება."
გუნდზე: "ჩვენს გუნდში არიან როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები და ყოველდღე კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას ვიღებთ. გურამ კაშია ჩვენზე გამოცდილია, თუმცა, ყოველდღე ვარჯიშობს და ამით ახალგაზრდებს მაგალითს აძლევს. ის ნამდვილი კაპიტანი და ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ."

მიზნებზე: "მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ვარჯიშს, რადგან პირველ მატჩამდე ცოტა დროს არის დარჩენილი — ვცდილობთ, რომ ემოციები ვაკონტროლოთ და კონცენტრირებულები გავიდეთ მოედანზე. პირველი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან აქ მიღებული ემოციები და ხასიათი შემდეგ შეხვედრებში გაგვყვება. ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს — შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.











