L’Équipe ადგენს ლიგა 1-ის 2025 წლის საუკეთესო გუნდს და ნომინანტებს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების ორი შემტევი - ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფრანგული გამოცემის ნებისმიერ მკითხველს, ოფიციალურ ვებგვერდზე.
ხმის მიცემა 28 დეკემბერს დასრულდება. L’Équipe პარის სენ-ჟერმენის გარემარბის შესახებ წერს, რომ მან სრულად გაამართლა ის ნდობა და იმედი, რომელიც თავიდან მის გარშემო იყო. რაც შეეხება ლიონის ექს-ფორვარდს, როგორც ვხედავთ, ვილიარეალში გადასვლის მიუხედავად, ფრანგულმა გამოცემამ წლის საუკეთესო მოთამაშეთა რიცხვში ის მაინც შეიყვანა.
ქართველი შემტევების კონკურენტები ლიგა 1-ის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრისთვის არიან პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ოლივიე ჟირუ, ალექსანდერ ლაკაზეტი, უსმან დემბელე, მეისონ გრინვუდი, ბრედლი ბარკოლა, რაიან შერკი, დეზირე დუე, მალიკ ფოფანა და სხვები.









