მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის თურქების გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა მერეტ მულდურმა გააკეთა, რომელმაც ამ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანს გოლს, მთავარია მიზანს მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ, 100% ჩავდეთ და დაგვიფასდა. მეორე მატჩშივ იგივენაირად უნდა ვითამაშოთ.
კვარაცხელია? - ის ძალიან კარგი და ძლიერი მოთამაშეა, თუმცა გუნდური პერფორმანსის ხარჯზე დავკეტთ. როცა გოლი გაიტანა, იმ მომენტშიც წინ ვედექით და ვიბრძოდით"- განაცხადა მულდურმა.









