"ნერაძურის" მხრიდან გოლები გაიტანეს მარკუს ტურამმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ და დავიტე ფრატეზიმ. ფრანგს და იტალიელს საგოლე გადაცემები გაუკეთეს ფედე დიმარკომ და ჰენრიხ მხითარიანმა, თურქმა კი 11-მეტრიანი შეასრულა ზუსტად.
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგის გუნდის მოწინააღმდეგე ფინალში იქნება ნაპოლი, რომელმაც ფლორენციის ფიორენტინას ასევე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 მოუგო.
ინტერისა და "პარტენოპეის" შეხვედრა გაიმართება 22 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე. სუპერთასის დასრულების შემდეგ, კლუბები სერია ა-ს დაუბრუნდებიან.









