მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მარჯვენა მცველმა, პაველ მასლოვმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში გაიხსენა. საუბარია პერიოდზე, როცა ქართველი ვინგერი ყაზანის რუბინში ასპარეზობდა. რუსი განაპირა მცველის მტკიცებით, ახალგაზრდა შემტევი ხშირად სიმულაციას მიმართავდა.
"კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში იყო შეუძლებელი, რადგან ყოველ შეხებაზე ის ეცემოდა და თავგანწირვით ყვიროდა. არბიტრები ამ ყველაფერს იჯერებდნენ, მოწინააღმდეგეები კი რთულ ვითარებაში ვარდებოდნენ. ასეთმა მოთამაშეებმა გულის სიღრმეში კარგად იციან, რომ სიმულაციას მიმართავენ.
რა უნდა უთხრა მათ ან რა პასუხს მიიღებ?! უმეტესობა თავს არიდებს საუბარს და ასე იყო ხვიჩას მიმართებაშიც - ის ხმას არ იღებდა. ეს ყველაფერი ფეხბურთის თამაშს უბრალოდ აუტანელს ხდის."









