"კვარაცხელიას ისტორია საოცარია. ორი-სამი წლის წინ მის შესახებ არაფერი იცოდნენ, დღეს კი ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის არის მოთამაშე, რომლის გამოც ღირს მატჩის ბილეთში ფულის გადახდა და სტადიონზე მისვლა. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ხვიჩას ლივერპულში, სადაც ის სალაჰს შეცვლიდა.
ჩემი აზრით, ხვიჩაზე უკეთ მოჰამედს მერსისაიდში სხვა ვერავინ შეცვლის. ასევე, ძალიან მომეწონა მისი შეხვედრა რონალდუსთან, რომელიც მისი კერპი არის. ვაფასებ იმ ფაქტსაც, თუ როგორი თავმდაბალი არის ქართველი ვინგერი", - განაცხადა "წითლების" ყოფილმა შუახაზელმა.











