მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ ბოტაფოგოს დაუპირისპირდა და სენსაციურად, 1:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ბოტაფოგოს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალანმა გააკეთა. 34 წლის ნახევარმცველმა პსჟ-სთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
"კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშეა, მან საოცარი სეზონი ჩაატარა, თუმცა თამაშის დროს, მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიმართ მეტი პატივისცემა მართებს.
ხვიჩა რამდენიმე ეპიზოდში ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს უპატივცემულდო ექცეოდა", - განაცხადა ალანმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პსჟ სიეტლ საუნდერსის დაუპირისპირდება.









