"ბუნებამ კვარაცხელიას მისცა ნიჭი, რომ ჰქონდეს გამორჩეული საფეხბურთო უნარები, თუმცა მასთან ხშირად მაქვს ხოლმე კომუნიკაცია და ხშირად ვეუბნები, რომ ფეხბურთი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ოქროს ბურთისკენ სწრაფვა შესანიშნავია და მას ეს ნამდვილად შეუძლია, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ თავის საფეხბურთო თვისებებს კიდევ უფრო დახვეწს და გააუმჯობესებს.
იმავეს ვიტყვი ოსიმენზეც. ორივე ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთისთვის რაღაც აკლიათ და ეს სტიმული მე და იმ მწვრთნელებმა უნდა მივცეთ, რომლებიც მათთან იმუშავებენ", - განაცხადა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა.










