პარიზული კლუბი "ლურჯების" გარემარბს განიხილავს კილიან მბაპეს შემცვლელად, რომელიც თავის მხრივ, ძალიან მალე მადრიდის რეალს ოფიციალურად შეუერთდება. იმავე წყაროს ცნობით, "ლურჯ-წითლები" მზად არიან 23 წლის ვინგერის სანაცვლოდ აურელიო დე ლაურენტისს დაახლოებით 110 მილიონი ევრო შესთავაზონ.
აღნიშნული ტრანსფერის მთავარი "ხელისშემშლელი" არის ანტონიო კონტე, რომელიც დიეგო მარადონას ბინადრების 77-ე ნომერს ხელშეუხებელ ფეხბურთელად განიხილავს. იტალიელი სპეციალისტის მოთხოვნით, ნაპოლის პრეზიდენტმა უნდა დაბლოკოს ნასერ ალ ხელაიფის ყველანაირი შეთავაზება, მათ შორის 110-მილიონიანიც. აქვე დავამატებთ, 54 წლის დამრიგებლის "პარტენოპეიში" დანიშნვა, დიდი ალბათობით, ორშაბათს გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლუის ენრიკეს გუნდისგან წამოსული ინტერესის შესახებ კომენტარი გააკეთა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა:
"არის ინტერესი და შემოთავაზება პარის სენ-ჟერმენისგან. ყველაფერი ნაპოლისა და მის პრეზიდენტზეა დამოკიდებული", - განაცხადა ქართველმა აგენტმა.











