LaGazzetta.ge ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმს დათო ხარაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფეხბურთელების ტრავმებზე კომენტარი გააკეთა:
"კვარაცხელიას აქვს ბარძაყის გრძელი მომზიდველი კუნთის დაჭიმულობა და აღენიშნება კრამპები (კუნთების მტკივნეული კრუნჩხვა) ორივე კანჭის კუნთებზე. ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშს სრული დატვირთვით რამდენიმე დღეში შეძლებს."

"რაც შეეხება ლევან შენგელიას, ლევანს უკანასკნელი გამოკვლევებით აღენიშნება დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალის მოტეხილობა. გამოსაჯანმრთელებლად დასჭირდება 4-6 კვირა."









