როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის რიგით 298-ე ღონისძიებაზე ილია თოფურია დაუპირისპირდება ალექსანდერ ვოლკანოვსკის, მერაბ დვალიშვილი კი - ჰენრი სეხუდოს. სოციალურ ქსელებში, ქართველი მებრძოლების ასპარეზობას არაერთი ცნობადი სახე გამოეხმაურა და გამონაკლისი არც ნაპოლის ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია არის.
ქართველმა გარემარბმა "მატადორსა" და "მანქანას" წარმატებები უსურვა. "ახლა თქვენი დროა", - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ UFC 298, ჩვენი დროით, 07:00 საათზე დაიწყება.