მოგეხსენებათ, სკუდეტოს მოგების შემდეგ, კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე საუბრები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით, ქართველს ახალი ხელშეკრულება ნეაპოლელებთან არ გაუფორმებია.
"კვარაცხელიას აგენტს დაახლოებით 3 თვის წინ შევხვდი და ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზე, მათგან კი ასეთი პასუხი მივიღე: არ ინერვიულო, ჩვენ აქ ბედნიერები ვართ და ახალ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკოთო", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. ახალი კონტრაქტის გაფორმების მიზანი კი ქართველისთვის ხელფასის მომატებაა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დე ლაურენტისის სრულ ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ...









