რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "აძური" სახლში უშანსოდ განადგურდა. ალექსეი მირანჩუკის, ჯანლუკა სკამაკასა და ტეუნ კომპაინერსის გოლებით "შავ-ლურჯებმა" 3:0 მოიგეს. მარადონას ბინადრები 45 ქულით მე-7 პოზიციაზე რჩებიან, მათთან ახლოს არიან ფლორენციის ფიორენტინა და რომის ლაციო, რომლებიც თავიანთ მატჩებს ასევე დღეს გამართავენ.
Serie A
კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი ნაპოლი შინ ატალანტასთან განადგურდა

სერია ა-ს 30-ე ტური ნაპოლი - ბერგამოს ატალანტას შეხვედრით გაიხსნა. მასპინძლების შემადგენლობაში არ თამაშობდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მატჩის 109-ე წუთზე, ტრავმა მიიღო. ქართველი ვინგერის ადგილი "პარტენოპეის" მარცხენა ფრთაზე ჯაკომო რასპადორიმ დაიკავა.










