დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ატალანტას ერთ-ერთმა ლიდერმა ადემოლა ლუკმენმა გუნდი დატოვოს. ატალანტა მზადაა, რომ ნიგერიელ შემტევს შეელიოს, თუ სარფიანი შემოთაავზება იქნება.
იტალიური გამოცემები კი იუწყებიან, რომ ლუკმენის შეძენით ნაპოლი ინტერესდება და წერენ, რომ ლუკმანი ნაპოლიში კვარაცხელიას იდეალური შემცვლელი იქნება.
ჯერჯერობით, კლუბს ატალანტასთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს. ლუკმენის ნაპოლიში გადასვლა ზამთარშიც განიხილებოდა, როცა კვარამ კლუბი დატოვა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ატალანტას შემტევის შეძენით ლონდონის არსენალიცაა დაინტერესებული. სერია ა-ს გასულ სეზონში ლუკმენის ანგარიშზე 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.









