მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, უცხოური პრესის არაერთი საინტერესო გამოხმაურება გავრცელდა:
France 24: "კვარაცხელიას გენიოსობა ეხმარება პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ასტონ ვილასთან უპირატესობის მოპოვებაში."
France 24: "კვარაცხელიას გენიოსობა ეხმარება პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ასტონ ვილასთან უპირატესობის მოპოვებაში."
Romain Collet Gaudin, Eurosport France: "კვარაცხელია პსჟ-სთვის შესანიშნავი შენაძენია! ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებს თავისი გუნდისთვის."
Paul Merson, Sky Sports: "არარეალური გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ დისასი მოედნიდან გააქრო და მარცხენა ფეხით, ზედა კუთხეში, მარტინესს შანსს არ დაუტოვა. ასეთ გოლს მხოლოდ მისი დონის ფეხბურთელები იტანენ."
Football on TNT Sports: "კვარაცხელიას შეჩერება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ეს ბიჭი ფენომენალურია."
Leonardo Bertozzi, ESPN: "ხვიჩა კვარაცხელია ერთსეზონიანი ფეხბურთელია... ჰაჰა, ამას კიდევ იტყვის ვინმე? ეს ბიჭი გენიოსია."









