საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და რენს შორის, მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
მატჩის გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, თითო გოლი მაიულუს, მბაიეს და რამოშის ანგარიშზეა.
კვარაცხელია მოედანიდან 71-ე წუთზე გაიყვანეს. მან ორივე გუნდში ყველაზე მაღალი, 9.7 შეფასება მიიღო.
15 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 33 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ ლანსს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.









