ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ აღიარა, რომ თავიდან, ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით შეცდომა დაუშვა.
"პირველად მისი ფოტო სინატიმ მაჩვენა, ნაპოლის ფიზ. მომზადების მწვრთნელმა, როგორც უნიკალური თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშის. პირველი ნახვისას ცოტა დაღონებული მომეჩვენა.
სამი დღის შემდეგ, კვარაცხელია სხვებთან ერთად უკვე იღიმოდა და ხუმრობდა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარი თავის პირველი კრიტიკოსია მაშინ, როდესაც რაღაც არ გამოსდის და მე ეს ძალიან მომწონს. ტაქტიკური თვალსაზრისით, ხვიჩა გაიზარდა. თავდაპირველად მასთან მიმართებით ნაწილობრივ შეცდომა დავუშვი.
საქმე ისაა, რომ ქართველი გარემარბისგან ძალიან სწრაფად მოვითხოვე ის, რასაც მიუჩვეველი იყო. ის იმდენად ცდილობდა ჩემი მითითების შესრულებას, რომ ნაწილობრივ დაკარგა კიდეც თავისი მთავარი ღირსებები. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად არის", - განაცხადა იტალიელმა დამრიგებელმა "პარტენოპეის" ვინგერის შესახებ.











