მილანის ინტერის სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუზილიომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფუნქციონერმა აღნიშნა, რომ ქართველი ვინგერის გაფორმებაზე უარის თქმა, მისი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა არის. როგორც ცნობილია, "ნერაძურის" ახალგაზრდა შემტევი შესთავაზეს მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ყაზანის რუბინში თამაშობდა.
"ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა? კვარაცხელიას გაფორმებაზე უარის თქმა, როდესაც ის ჯერ კიდევ რუბინში თამაშობდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეცდომა არა მხოლოდ მე დავუშვი. დიახ, ხვიჩა იმ დროს შესთავაზეს კალჩოს არაერთ კლუბს, მათ შორის ჩვენც.
უარი ვთქვით იმიტომ, რომ ინტერი თამაშობს 3-5-2 ტაქტიკით, ქართველი გარემარბი კი 4-3-3-ის ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ჩემს საუკეთესო ტრანსფერებს, ბროზოვიჩი და კოვაჩიჩი, ასევე ონანას გაყიდვა 55 მილიონად."









