საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მატჩის შემდეგ, გადამწყვეტი პენალტის ავტორმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა.
"ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა გაიხარა და უბედნიერესები ვართ, რომ ქართველ ხალხს ასეთი სიხარული ვაჩუქეთ. ჯერ კიდევ არ მაქვს ბოლომდე გააზრებული, რამხელა რაღაც გავაკეთეთ" - ნიკა კვეკვესკირი.











