მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუი საამ დაასახელა მოთამაშე, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ხელფასის სახით კვირაში მილიარდ ფუნტს იმსახურებს. ფრანგი ექს-ფორვარდისთვის ასეთი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ არის.
"რონალდუ 40 წლის ასაკშიც მწვერვალზე რჩება. ის იმსახურებს ახალ კონტრაქტს და მისი დამსახურების გათვალისწინებით, ხელფასის სახით კვირაში მილიარდი ფუნტი უნდა ჰქონდეს. ფასდაუდებელია ის ყველაფერი, რაც კრიშტიანუმ ფეხბურთისთვის გააკეთა.
პორტუგალიელი თავდამსხმელი თამაშობს ისე, თითქოს 25 წლის არის. სამწუხაროდ, მანჩესტერში ხდება საპირისპირო რამ - მათ ჰყავთ 25 წლის მოთამაშეები, რომლებიც მომზადების მხრივ 40 წლისებს ჰგვანან. დასაფასებელია ის ყველაფერი, რასაც ალ-ნასრის კაპიტანი აკეთებს."









