საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და ლე ავრეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედერაში, ლუის ენრიკემ პარიზელთა საკვანძო ფეხბურთელები დაასვენა, რადგან უკვე ოფიციალურად ჩემპიონები არიან და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ემზადებიან.
მიუხედავად ამისა, პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მაინც გაიმარჯვა და მიზანი, რაც ესპანელ სპეციალისტს აქვს დასახული, უახლოვდება - იგულისხმება სეზონის წაუგებლად ჩატარება.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში მეორე ტაიმის მიწურულს ჩაერთო.









