ნიუკასლმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა უკვე ერთი ამხანაგური მატჩიც გამართა და სელტიკთან დამარცხდა.
ჯერჯერობით, ამ გუნდის რიგებში არ გამოჩენილა ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ სალია, რომელიც ნიუკასლმა გასულ წელს იყიდა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სალია ნიუკასლს სექტემბრიდან შეუერთდება. მაშინ, როცა ის უკვე სრულწლოვანი გახდება და სრულფასოვნად შეეძლება გუნდთან ერთად ვარჯიში და თამაში.
სალია 18 წლის 30 აგვისტოს ხდება. მანამდე კი ის მოსამზადებელ ეტაპს დინამო თბილისთან ერთად გადის და თბილისურ კლუბთან ერთად საქართველოს თასზეც ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი ნიუკასლის ბაზას უკვე ეწვია. კლუბმა ის ოფიციალურად წარადგინა.









