2025 წელი პარიზელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს, საოცარ შედეგებს აფიქსირებენ და რეკორდს-რეკორდზე ამყარებენ.
ბოლო 15 შეხვედრაში პსჟ-მ 43 გოლი გაიტანა. ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 3 ან მეტი გოლი ზედიზედ 4 შეხვედრაში გაიტანა.
ამასთანავე, ლუის ენრიკეს გუნდს 17 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. ბოლოს მათ ჩემპიონთა ლიგაზე, ბაიერნთან 27 ნოემბერს წააგეს.
ამ გუნდის ფეხბურთელი უსმან დემბელე კი საოცარ ფორმაშია და ერთადერთი მოთამაშეა ევროპაში, რომელსაც 2025 წელს 10 და მეტი გოლი აქვს გატანილი.
პსჟ შემდეგ შეხვედრას ლიგა 1-ში ტულუზას წინააღმდეგ გამართავს, ერთ კვირაში კი ბრესტთან შინ განმეორებით მატჩში დაუპირისპირდება.










