ძირითად შემადგენლობაში იყო უოტფორდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი, 7.5 შეფასება მიიღო.
ჩაკვეტაძემ კარში 3-ჯერ დაარტყა, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, 2 დრიბლინგი გააკეთა, 6 ორთაბრძოლა მოიგო და 33-დან 28 ზუსტი პასი გააკეთა.
18 ტურის შემდეგ, ჩაკვეტაძის უოტფორდს 30 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.










