2024 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული და განსხვავებულია, 24 ქვეყანას შორის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მთავარ სიმბოლოს (დროშას) ვხედავთ და ვიმახსოვრებთ ყველას ჩვენი ნაკრებიდან, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის თამაშობს.
La Gazzetta dello Sport Georgia-სა და SMH Sports-ის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების ციკლი გრძელდება. კიდევ ერთი ახალი პროექტი შესაძლებლობას მოგცემთ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის ამბები და მთავარი გმირები სტიკერებად შეაგროვოთ, გახდეთ გამარჯვებული და მიიღოთ პრიზები.
ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, ყველა გულშემატკივარს ყოველ დღე შეუძლია ეწვიოს La Gazzetta dello Sport Georgia-ს ვებგვერდს, შეავსოს ევროპის ჩემპიონატის თემატური ქვიზი და დააგროვოს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისა და ფეხბურთელების სტიკერები. საბოლოო მიზანი კი შეგროვებული სტიკერების ტურნირის ალბომში თავმოყრაა. მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო.

სტიკერების ,,ჩელენჯის’’ ყველა მონაწილე, ვინც შეაგროვებს ჩემპიონატის მთლიან ალბომს (624 ქარდს), ექნება შანსი მიიღოს მონაწილეობა სუპერ რაუნდში, რომელიც 15 ივლისს შედგება. გამოვლინდება 3 საუკეთესო მონაწილე, საპრიზო ადგილებზე გასული კონკურსანტები სპეციალურ პრიზებს მიიღებენ La Gazzetta dello Sport Georgia-სგან.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა გაითვალისწინოს ქვიზის ყოველდღიური ხასიათი, რათა არ გამორჩეს სუპერ რაუნდში მონაწილეობის შანსი და სტიკერების შეგროვება ჩემპიონატის ალბომისთვის.









