La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ბრუნდება! მცირე პაუზის შემდეგ, სპორტული გათამაშება ბრუნდება, სადაც მონაწილეები გააკეთებენ პროგნოზებს წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე. მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
წესები და პირობები: პროგნოზების ლიგაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ გააკეთონ პროგნოზები აპლიკაციაში გამოტანილ სპორტულ მოვლენებზე. თითოეული ტურის ფარგლებში შეიქმნება აპლიკაცია, რომელშიც იქნება მითითებული 10 შეკითხვა კონკრეტულ სპორტულ ღონისძიებებზე. თითოეულ შეკითხვაზე იქნება ორი ან მეტი სავარაუდო პასუხი.
- მონაწილეები ავსებენ თავიანთ პროგნოზებს აპლიკაციაში მოცემული მატჩებისა და კითხვების საფუძველზე:
- თითო გამოცნობილი პროგნოზი არის ლიდერბორდის 1 ქულა;
- ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელი მომხმარებლები დასაჩუქრდებიან პრიზებით:
პირველი ადგილი: სასურველი გუნდის მაისური;
მეორე ადგილი: საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური. აღნიშნულ მაისურს გამარჯვებულს Macron Sports Hub Tbilisi (Hubs.ge) გადასცემს.
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც უფრო ადრე გააკეთებს პროგნოზს.
პირველი ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2025 წლის 25 ოქტომბერს 16:00 საათზე. დეტალური ინფორმაციის ხილვა მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი.









