ოფიციალურად: ლა ლიგამ როგორც ალვარო კარერასი, ისე ენდრიკიც 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა! შეგახსენებთ, ამ ფეხბურთელებმა წითელი ბარათები ლა ლიგის ბოლო ტურში, სელტა ვიგოსთან დაპირისპირების დროს მიიღეს.
რაც შეეხება ფრან გარსიას, ესპანელი განაპირა მცველი მხოლოდ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, რეალ მადრიდი ალავესთან მატჩს მხოლოდ სამი მცველით ხვდება — ჩაბი ალონსოს განკარგულებაში ანტონიო რუდიგერი, დინ ჰაუსენი და რაულ ასენსიო იქნებიან.
ახლა კი რაც შეეხება სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს, სამეფო კლუბის ლაზარეთი ასე გამოიყურება: ედერ მილიტაო, ფერლან მენდი, დანი კარვახალი, დავიდ ალაბა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ედუარდო კამავინგა.









