ხორდი ალბა მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს. ვეტერანმა მარცხენა მცველმა უკვე იცის, თუ რით დაკავდება ინტერ მაიამიდან წასვლის შემდეგ. ესპანელმა განაპირა მცველმა, ტიაგო ალკანტარასთან ერთად შეიძინა კლუბი სახელწოდებით ოსპიტალეტი, რომელიც ამჟამად პირენეებზე რანგით მე-5 ლიგაში თამაშობს.
ბარსელონას ყოფილ ვარსკვლავებს თავიანთი გუნდის მიმართებაში აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები - ლობრეგატელების ლა ლიგაში აღზევება. აქამდე, "მდინარისპირელთა" საუკეთესო შედეგი იყო სეგუნდა დივიზიონში დაკავებული მე-11 პოზიცია, მაგრამ ეს მოხდა დიდი ხნის წინ, უფრო კონკრეტულად კი 1964/65 წლების სეზონში.
იმის შემდეგ, ესტადი მუნიციპალის ბინადრები ესპანური ფეხბურთის ქვედა დივიზიონებში ასპარეზობენ. ალბა და ალკანტარა შევლენ ოსპიტალეტის ხელმძღვანელთა რიგებში, ამის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, ვეტერანმა მოთამაშეებმა კლუბში ფულადი ინვესტიცია განახორციელეს.









