LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ლა ლიგის ბინადარი მალიორკა ქოჩორაშვილით სერიოზულად ინტერესდება და დიდია იმის ალბათობა, რომ კლუბმა იანვარში ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ პირველი შეთავაზებაც გააკეთოს.
ცნობილია ლევანტესა და თავად ფეხბურთელის პოზიციაც — ესპანური გუნდი ქოჩორაშვილს იანვარში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე კლუბი ქართველის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, 25 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ლევანტეში დარჩება.
რაც შეეხება გიორგის პოზიციას, ფეხბურთელს ლევანტეს დატოვების სურვილი არ აქვს, რადგან ამ კლუბში თავს კარგად გრძნობს, თუმცა მზადაა ლევანტესთან ერთად ყველა შეთავაზება განიხილოს. ორივე მხარე იმაზე შეთანხმდა, რომ თუ ლევანტე სეზონის ბოლოს ლა ლიგაში არ დაწინაურდება, ქართველი ფეხბურთელი გუნდს აუცილებლად დატოვებს. შეგახსენებთ, ქოჩორაშვილს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი მინიმუმ, €10 მილიონია.
რაც შეეხება ლა ლიგა 2-ის სატურნირო მდგომარეობას, ლევანტემ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და 6 ტურის შემდეგ, 11 ქულით, მე-6 პოზიციას იკავებს.









