დღეს, ლა ლიგის 33-ე ტურში ვალენსია ესპანიოლს მიიღებს. აღნიშნული დაპირისპირება პირველ რიგში მეკარეების დუელით იქნება გამორჩეული. "ღამურების" მხრიდან არის გიორგი მამარდაშვილი, პრიმერა დივიზიონისა და ზოგადად ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გოლკიპერი, რომელსაც ლივერპულში ელოდებიან.
ბარსელონელების მხრიდან კი ჟოან გარსია - მეკარე, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი სეივი გააკეთა. ახალგაზრდა ესპანელმა გოლკიპერმა 116 მოგერიება განახორციელა. რაც შეეხება ქართველ კარის დარაჯს, 76 სეივით ის მე-9 პოზიციაზე არის.
საინტერესოა ისიც, რომ "ლოს ჩესი" და კატალონიელები 38-38 ქულით სატურნირო ცხრილში არიან მეზობლად - მე-13 და მე-14 ადგილებზე. გასავარდნ ზონაში მყოფ კლუბებთან სხვაობა შეადგენს 7 ქულას, პრიმერა დივიზიონის სეზონის დასრულებამდე კი 6 ტური რჩება.









