6-7 მარტს, ბაკურიანში, ტრადიციული სამთო-სათხილამურო ტურნირი “ლადოს თასი” გაიმართება.
ტურნირი “ლადოს თასის” საორგანიზაციო ჯგუფისა და საქართველოს სათხილამური ფედერაციის ორგანიზებით წელს პირველად - FIS Youth Lado's Cup-ის სახელით იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.
შეჯიბრება წელს მეთვრამეტედ ჩატარდება. „ლადოს თასის“ მთავარი პარტნიორი SMH Sports-ია.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და სხავადსახვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპორტსმენები.
“ლადოს თასი” სპეციალური სლალომისა და გიგანტური სლალომის დისციპლინებში, U14 (2012-2013) და U16 (2010-2011) ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.
“ლადოს თასის” სამოყვარულო შეჯიბრის ჩატარების ტრადიცია არ იკარგება და ჩატარდება 7 მარტს სპორტული ნაწილის დასრულების შემდეგ, გიგანტურ სლალომში 16 წლის ასაკის ზემოთ მოთხილამურეებში. სამოყვარულო შეჯიბრში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
ტურნირის შესახებ, ინფომაცია იხილეთ ლადოს თასის facebook გვერდზე.
"ლადოს თასი“ დაარსდა „იკისკის“ მწვრთნელის, ლადო ბოლქვაძის პატივსაცემად, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. წლების განმავლობაში, ლადო ღირსეულად ემსახურებოდა სამთო-სათხილამურო სპორტს, წვთნიდა და ასწავლიდა ბავშვებს მთის სიყვარულსა და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციაში.
ლადოს თასი“ პირველად 2009 წელს ჩატარდა და მაშინ მხოლოდ ლადოს მეგობრები მონაწილეობდნენ, წლების განმავლობაში შეჯიბრებაში მონაწილეობის ინტერესი გაიზარდა, კონკურენციის ზრდასთან ერთად, მონაწილეთა რაოდენობამ მოიმატა.
2026 წლიდან ყოველწლიურად ლადოს თასი FIS Youth-ის ეგიდით ჩატარდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მოვლენაა.









