"ლაკაზეტი თუ მიქაუტაძე? ამჟამინდელი ფორმიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე, მეორე ვარიანტს ვირჩევ, თანაც ულაპარაკოდ. ეს ბიჭი ყოველთვის კარგად თამაშობს და მოლოდინებს ამართლებს. ჟორჟის მსგავსი პერსპექტიული ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე არ უნდა რჩებოდეს", - განაცხადა ყოფილმა ფრანგმა გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, როგორც ალექსანდერმა, ისე ქართველმა თავდამსხმელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 13-13 გოლი გაიტანეს. ვეტერანმა ფრანგმა ფორვარდმა ეს მოახერხა 33 მატჩში, მეცის ყოფილმა შემტევმა კი 37-ში.











