მხოლოდ ლიგა 1-ში გატანილი გოლების მაჩვენებლით ფრანგი თავდამსხმელი 10 ბურთით ჯერ კიდევ პირველია, მეცის ყოფილი შემტევი, 8 გოლით, კი მეორე, მაგრამ ამ ყველაფერს რომ დავუმატოთ ევროპა ლიგასა და თასზე გატანილი ბურთები, ლიდერი სწორედ ახალგაზრდა ფორვარდი გამოდის. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 24 წლის ფორვარდი გრუპამას ბინადრების კაპიტანზე გაცილებით ნაკლებ დროს ატარებს მოედანზე.
თავად განსაჯეთ - პაულუ ფონსეკას გუნდის ათიანმა მიმდინარე სეზონში ითამაშა 2.107 წუთი, მიქაუტაძემ კი 1.705. საინტერესოა ისიც, რომ ლიონის მოთამაშეებს შორის მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობით ქართველი ფორვარდი მხოლოდ მე-13 პოზიციაზე არის.











