ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან, პრესკონფერენცია პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ გამართა.
ფავორიტებზე
"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი. ასეთ ტურნირზე, ასეთ დონეზე ფავორიტი არ არსებობს და ამის ბევრი მაგალითი ვიცით. ყოველი წელი განსხვავებულია, ახალ სეზონში ახალი მიზნები გვაქვს და ჩვენი მიზანი წელსაც უმაღლესია. ჩემმა გუნდმა ლამაზი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ამით დავტკბეთ."
ბარკოლას მდგომარეობაზე
"ბრედლიმ ვარჯიში განაახლა, თუმცა ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც სრულად მზად იქნება, ამიტომ დაველოდებით მის ბოლომდე გამოჯანმრთელებას."
ლივერპულთან გასული წლის მატჩზე
"გვახსოვს, რომ გასულ წელს ლივერპულთან შინ დავმარცხდით. ახლა ეს უნდა გამოვასწოროთ და მოგებაზე ვიფიქროთ, რადგან პსჟ-ს სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა, წარმოუდგენელი გულშემატკივრები გვყავს და ჩვენი მიზანია, რომ ისინი გავახაროთ."
მეტოქის შეფასება
"ლივერპულს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და რთული თამაში იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ ფორმაშია. ისინი ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ და ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი მიზანი კი ამჟამად ერთადერთია - ლამაზი ფეხბურთის თამაში, სიამოვნების მიღება და ნახევარფინალში გასვლა."









