რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "აძურის" მხრიდან გოლები გაიტანეს ვიქტორ ოსიმენმა, მატეო პოლიტანომ, პიოტრ ჟიელინსკიმ და ჯაკომო რასპადორიმ. ცნობისთვის, პოლონელმა შუახაზელმა გოლი სწორედ ქართველი ვინგერის ასისტით გაიტანა. ამ მოგების შემდეგ, "ლურჯები" აგროვებენ 48 ქულას და მე-7 პოზიციაზე მკვიდრდებიან.
Serie A
ლამაზი გოლები და კვარაცხელიას ასისტი - ნაპოლიმ მონცა დაამარცხა

სერია ა-ს 31-ე ტურის ფარგლებში, ნაპოლი ესტუმრა მონცას, რომელიც ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მაყურებელმა უხვგოლიანი შეხვედრა იხილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის მონაწილე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, რომელსაც საბერძნეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ, "პარტენოპეიში" არ უთამაშია.










