პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ყველა აალაპარაკა. ტრავმიდან დაბრუნებული ხვიჩა მარსელთან მატჩში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, 66-ე წუთზე კი ულამაზესი გოლი გაიტანა.
"ხვიჩა კვარაცხელია - ლამაზი საღამოების ბიჭი. მისმა გამოჯანმრთელების პროცესმა წარმატებით ჩაიარა და მოედანზე დიდებულად დაბრუნდა", - წერს ფრანგული გამოცემა Le Meilleur du PSG.
მოგეხსენებათ ნიუკასლთან მატჩში კვარამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა, თუმცა იმაზე მალე დაბრუნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და მხოლოდ სტრასბურგთან მატჩი გამოტოვა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.









