ბარსელონაში ტრავმების ეპიდემია გრძელდება.ალეხანდრო ბალდეს, ფრენკი დე იონგისა და გავის გამოკლების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა გუნდის ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელი ლამინ იამალიც დაკარგა.
როგორც გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს ტრავმით ითამაშა და 18 წლის ვინგერს ზურგის ტკივილები ამ დრომდე აწუხებს.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ლამინ იამალი ვალენსიასთან მატჩს გამოტოვებს, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურს, ესპანელი ვინგერი დიდი ალბათობით ნიუკასლთან შეხვედრაში საკუთარ გუნდს ვერ დაემხარება. ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი 21 სექტემბერს, ხეტაფესთან მატჩში დაბრუნდება.









