დღეს კი ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალური გახდა. ლაპორტას და ჩავის პრესკონფერენცია, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ლაპორტა: "ჩავი გუნდში რჩება! ბედნიერი ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. იმის მიუხედავად, რომ მან წასვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით თანამშრომლობის გაგრძელებაზე. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, ის ამბიციური მწვრთნელია და მისი გაწეული სამუშაოთი კმაყოფილები ვართ.
მისი დარჩენა ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ჩავი ფანებსაც ძალიან უყვართ და მისი დარჩენა, ვფიქრობ, ყველასთვის სასიხარულო ამბავია.
სტაბილურობა ჩვენი პროექტის წარმატების გასაღებია. ჩავი ნამდვილი "Barcelonista" არის, ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, შესაბამისად, მუშაობის გაგრძელება ორივე მხარეს გვახარებს."
ჩავი: "ბარსელონაში დარჩენა გადავწყვიტე, რადგან როგორც პრეზიდენტისგან, ისე მთლიანი ბორდისგან მხარდაჭერა ვიგრძენი. პროექტი რომელიც ერთად დავიწყეთ, ჯერ არ დასრულებულა. მე და ჩემს გუნდს გვაქვს ძალა, ერთად გავაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები და გავაგრძელოთ ეს პროექტი“.











