"ჩვენ ვიღებთ გიჟურ წინადადებებს ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც არის ლამინე იამალი. მის სანაცვლოდ €200 მილიონიანი შეთავაზება მივიღეთ, რაზეც. რა თქმა უნდა, უარი ვთქვით.
დიდი ინტერესი არის ბალდეს, ფერმინის, პედრის, დე იონგის, არაუხოსა და გავის მიმართაც, მაგრამ არ გვინდა ტოპ ფეხბურთელების გაყიდვა. ამ ახალგაზრდა ბიჭებს ბარსელონაში დიდი მომავალი აქვთ.
ფინანსური კუთხით დიდი პროგრესი გვაქვს, შესაბამისად, ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ გუნდმა წამყვანი ფეხბურთელები გაყიდოს."











