"კიმიხისა და სუბიმენდის გადმოსვლა? - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვარსკვლავური ტრანსფერები არ იქნება. ბარსელონას შემადგენლობა დაბალანსებულია, მაგრამ ვინგერი და ჩამშლელი გუნდს მართლაც სჭირდება. ამის შესახებ ფლიკთან უკვე ვისაუბრე. რაც შეეხება ამ პოზიციების გაძლიერებას, დიდ ყურადღებას აკადემიის აღზრდილებს დავუთმობთ.
ამის გარდა, საყრდენ ნახევარმცველად თამაში კრისტენსენსაც შეუძლია. მინდა ასევე გამოვარჩიო კასადო, რომელიც ფენომენალურად თამაშობს. ჩვენი მთავარი მიზანია ეკონომიკური სიძლიერე, სწორედ ამის შესახებ უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა.











