ლაშა გურულს პროფესიულ კრივში მორიგი ბრძოლა 7 თებერვალს ლივერპულში ჰქონდა ჩანიშნული. ქართველი ლივერპულში ჩავიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მეტოქემ ბრძოლაზე უარი თქვა.
ბრძოლის გაუქმების შესახებ ლაშა გურულმა ისაუბრა: “ჩამოვედი ინგლისში, დღეს წონა უნდა ჩამებარებინა, თუმცა დღეს გვითხრეს, რომ მეტოქეს თურმე ჯანმრთელობის პრობლები აქვს და ვერ იბრძოლებს. შეეცადნენ შემცვლელის მოძიებას, თუმცა არავინ დათანხმდა. ჯერ გაურკევეველია სად ვიბრძოლებ, შესაძლოა მომდევნო შაბათს ესპანეთში ან 28 თებერვალს ისევ ინგლისში.”
გურულის მეტოქე 29 წლის ნიკარაგუის წარმომადგენელი ბრანდონ რივერა უნდა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, ლაშა გურულის დებიუტი პროფესიულ კრივში 2025 წლის მარტში, რუსთავში შედგა, ქართველმა Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა. შემდეგ კი Usyk vs Dubois პრესტიჟულ ღონისძიებაზესუპერმსუბუქ წონაში ლაშამ ინგლისელ ჯეიმს ფრანსისი დაამარცხა.
ლაშა გურულმა2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მის ანგარიშზე ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის მედლებია.ქართველმა მოკრივემ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზეზედიზედ მესამედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.









