ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა.
ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური 90 კგ. წონით კატეგორიაში ლიდერი გახდა - მას 6345 სარეიტინგო ქულა აქვს.
ლაშა ბექაურის გარდა, წონის რეიტინგს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ლიდერობს - 100 კგ. წონით კატეგორიაში, 6955 ქულით, პირველ ადგილს ილია სულამანიძე იკავებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
IJF-ეს ეგიდით, შემდეგი ტურნირი ტაჯიკეთში გაიმართება - დუშანბეს გრანდ სლემი 3-5 მაისს ჩატარდება.