ლაშა ბექაური უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. -90 კგ. წონითი კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში იტალიელ კომი კენი ბედელსდაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში წააგო.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში ბულგარელი ალექსანდ სიდორიკი იპონით დაამარცხა.
ბექაურს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
რამდენიმე წუთში ლუკა მაისურაძე მერვედფინალში ჩეხ დავიდ კლამერტს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო, ამ დროისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია. ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილმა კი საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია









