მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში აზერბაიჯანელი ელხან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემი კარიერაში მეორედ მოიგო.
თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მესამე ოქროს მედალი მოიპოვა - 57 და 73 კგ. წონით კატეგორიებში ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ. დღეს კი, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქროს შანსი აქვს - მძიმე წონის ფინალში გურამ თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF)











