ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრზე მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, 87კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიადას ჩამოაშორეს ბელარუსი სპორტსმენი მასკევიჩი.
შესაბამისად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით იასპარეზებს - ლაშა გობაძე (87 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ).









