ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებული, მოკრივე ლაშა გურული (63,5 კგ.) პროფესიულ კრივში იასპარეზებს.
ქართველმა სპორტსმენმა აგენტთან ხელშეკრულება გააფორმა და შემდეგი ნაბიჯი პროფესიული კრივის დიდ ორგანიზაციაში გაწევრიანება იქნება. ახალი მიზნების შესახებ ლაშა გურულმა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- პროფესიულ კრივში რა ვადაზე გათვლილი კონტრაქტი გააფორმე?
- 5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე პროფესიული კრივის მენეჯერთან და შემდგე უკვე ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის შესახებ. მენეჯერთან კონტრაქტი უკვე ნიშნავს, რომ მე შემიძლია, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მართულ შეჯიბრებებზე ვიბრძოლო. დებიუტი სავარაუდოდ, თებერვალი-მარტში მექნება. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ გავაფორმებთ ხელშეკრულებას ინგლისურ ან ამერიკულ ორგანიზაციასთან.
- რატომ გადაწყვიტე პროფესიულ კრივში ასპარეზობა?
- კომერციულად ბევრად მომგებიანია და ქვეყნებს შორის არ არის შეჯიბრი, ეს უფრო საკლუბო შეჯიბრს ჰგავს, კონკრეტული პიროვნება პიროვნების წინააღმდეგ.

- კომერციული გათვლებით, პროფესიული კრივი უფრო მომგებიანია და სულ უფრო მეტ აუდიტორიას იზიდავს, წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
- აქამდე სულ მეკითხებოდნენ რატომ არ გადადიხარ პრეფესიონალებში. პროფესიონალებში გადასვლა მარტივია, ნებისმიერ მოკრივეს შეუძლია გადავიდეს, მაგრამ პირობებს გააჩნია. ამიტომ მე ველოდებოდი ოლიმპიურ შედეგს და ახლა გავაფორმე კარგი კონტრაქტი კარგ მენეჯერთან.
- MMA-ში ძალების მოსინჯვაზე დაფიქრებულხარ?
- დავფიქრებულვარ, თან როცა UFC-ის 2 ქართველი ჩემპიონი გვყავს, თუმცა MMA-ის სხვა მომზადება ჭირდება. ასევე პროფესიული კრივი ბევრად უფრო მომგებიანია ვიდრე MMA. ბავშვობიდანვე ჩემი მმიმართულება კრივი იყო, მთავარი მიზანი ოლიმპიადა და შემდეგ უკვე პროფესიულ კრივში ასპარეზობა. პროფესიულ კრივში ვიასპარეზებ და კრივის დიდ ტურნირებში მივიღებ მონაწილეობას, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და რა თქმა უნდა ოლიმპიური თამაშებზე.