პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მორიგ დაპირისპირებას გამართავს. ქართველი უმაღლესი რანგის ივენთზე, Usyk vs Dubois იასპარეზებს.
ღონისძიება ლონდონში 19 ივლისს გაიმართება და გურულის ბრძოლით გაიხსნება. ლაშა გურულის მეტოქის ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა.
შეგახსენებთ, ქართველის დებიუტი პროფესიონალურ კრივში 15 მარტს,რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა. ლაშამ დაამარცხაგანელი მოკრივე ბერნარდ აბეი, რომელსაც პროფესიულ კრივში ექვსიდან ექვსი გამარჯვება ჰქონდა.









