2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ლაშა გურულმა მეორე მეტოქე დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
63,5 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა მოკრივემ 1/4 ფინალში ყაზახი ბაზარბაული მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
1/2 ფინალში ლაშა გურული კუბელ ალვარესს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ 1/4 ფინალში ტაილანდელ სინსირს აჯობა. ორთაბრძოლა 4 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.
ლაშა გურულმა მეორე ორთაბრძოლა მოიგო და ოლიმპიადის 1/2 ფინალში გავიდა










