იტალიის თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში, ტურინის იუვენტუსი ესტუმრა რომის ლაციოს, რომელთანაც ანგარიშით 2:1 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი "ბებერი ქალბატონის" მოგებით დასრულდა, ანგარიშით 2:0, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი თამაშის ჯამში მოგებული მასიმილიანო ალეგრის გუნდი გამოვიდა (3:2).
"ბიანკონერი" გადის იტალიის თასის ფინალში, სადაც ფლორენციის ფიორენტინასა და ბერგამოს ატალანტას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 24 აპრილს გაიმართება.











