სერია ა-ს მე-13 ტურში მილანის ინტერი ესტუმრა პიზას, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის მხრიდან დუბლი ლაუტარო მარტინესმა გაიფორმა. ცნობისთვის, არგენტინელ ფორვარდს "ნერაძურის" მაისურით უკვე 163 გატანილი ბურთი დაუგროვდა.
რაც შეეხება ჯუზეპე მეაცას ბინადრების სატურნირო მდგომარეობას, 27 ქულა და ერთქულიანი ჩამორჩენა ლიდერ თანაქალაქელ მილანთან. კრისტიან კივუს გუნდის შემდეგი მეტოქე კომო იქნება.
პიზა 0:2 ინტერი
გოლები: ლაუტარო მარტინესი 69', 83'.









